Sunday, April 17, 2016
მე-9დღის რეფლექსია
დავასრულეთ პროექტის გეგმის შაბლონზე მუშაობა, მოვაწესრიგეთპორტფოლიო, გავაკეთეთ პრეზენტაციები, მოვისმინეთ უკუკავშირები.
Saturday, April 16, 2016
მე-8 დღის რეფლექსია
დღეს ვიმუშავეთ ბლოგზე პრეზენტაციის ჩასმაზე, დავამუშავეთ მოსწავლის სავარაუდო ნამუშევრის შეფასების რუბრიკა, ვიმუშავეთ სასწავლო პროცედურებზე და ბლოგში გვერდების დამატებაზე. დავიწყეთ მზადება პრეზენტაციისთვის. დღეს შეძენილი ცოდნა და უნარები დამეხმარება შემდგომში პროექტებზე მუშაობისას.
Monday, April 4, 2016
მე-5 დღის რეფლექსია
დავასრულეთ მუშაობა შეფასების დროის ჩარჩოზე, შევქმენით ელექტრონული პორტფოლიო, გავააქტიურეთ ცოდნა სლაიდების შექმნის შესახებ, გავეცანით ინფორმაციას საავტორო უფლებების შესახებ, აგრეთვე, თუ როგორ უნდა მივუთითოთ ავტორის და წყაროს შესხებ პროექტში. ყოველივე ეს მე დამეხმარება პროექტზე მუშაობისას სწორად დავგეგმო სწავლა-სწავლების პროცესი, სამივე ეტაპზე სწორად შევარჩიო შეფასების ინსტრუმენტები და არ დავარღვიო საავტორო უფლებები ლიტერატურის თუ ფოტომასალის გამოყენებისას.
Sunday, April 3, 2016
Saturday, April 2, 2016
მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები
ზოგადი კითხვა
. როგორ ფიქრობთ, რას წარმოადგენს ბუნება ჩვენთვის, ადამიანებისათვის?
თემატური კითხვა
. რატომ არის ბუნებისადმი გულგრილი დამოკიდებულება საყოველთაო პრობლემა?
. რას მოუტანს კაცობრიობას ადამიანის ბუნების მიმართ სასტიკი და გულგრილი დამოკიდებულება?
. რა როლი შეუძლია შეასრულოს ლიტერატურამ ადამიანის ბუნებისადმი ჰუმანური დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში?
შინაარსობრივი კითხვა
. რაში გამოიხატება პერსონაჟის სასტიკი დამოკიდებულება ბუნების მიმართ?
. რა შედეგი მოიმკო ადამიანმა?
Subscribe to:
Posts (Atom)